ეს საინტერესოა

ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აშშ-ში აუქციონზე 50 000 დოლარად გაიყიდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აშშ-ში აუქციონზე 50 000 დოლარად გაიყიდა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

ბურთი მსოფლიო ლიდერების მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთების ცნობილ კოლექციონერს რენდი კაპლანს ეკუთვნოდა.

აუქციონის ორგანიზატორები 15 000 დოლარს, ხოლო ბურთის მფლობელი რენდი კაპლანი თავისი შემოსავლის ნაწილს ომის შედეგად დევნილი უკრაინელების დასახმარებელ ფონდში გადარიცხავს.

აუქციონის გამარჯვებულმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button