Sliderსაზოგადოება

ზაზა გახელაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე ქართულ მხარეს გადმოსცეს. მას ერგნეთში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პირადად დახვდნენ.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

ზაზა გახელაძის საკითხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, თუმცა, შედეგი არ მოჰყოლია.

22 ივნისს ზაზა გახელაძის მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ჩვენ მივმართეთ თხოვნით გორის ეპარქიის მეუფეს, დღეს გამოხმაურება მოვიდა სასულიერო პირისგან, რომ ილია მეორემ მისწერა წერილი რუსეთის პატრიარქს თხოვნით, რომ ეშუამდგომლა და ჩართულიყო ამ პროცესში“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსეთის პარტიარქმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, რასაც გახელაძის გათავისუფლება მოჰყვა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close