მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაცია ისევ მიმდინარეობს

ვაგრძელებ უკრაინისთვის რაც შეიძლება დიდი აუდიტორიის შეკრებას იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოს მხარი დაუჭირონ ყველა დონეზე, რათა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს ყველა მიმართულებით; საინფორმაციო ზეწოლა, დიპლომატიური, ასევე კულტურული – აი, რა გვჭირდება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„საევაკუაციო მისია გრძელდება და მას ჩვენი სამხედროები და დაზვერვის ოფიცრები  ხელმძღვანელობენ. პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები არიან ჩართული,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მოსახლეობას საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დეტალებიც გააცნო. ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა, ასევე „აზოვსტალში“ მიმდინარე ევაკუაციაზე, გერმანიის კანცლერთან კი, მისი თქმით საუბრის მთავარი თემა სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის დახმარების საკითხი იყო.

„ვაგრძელებ უკრაინისთვის რაც შეიძლება დიდი აუდიტორიის შეკრებას იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოს მხარი დაუჭირონ ყველა დონეზე, რათა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს ყველა მიმართულებით; საინფორმაციო ზეწოლა, დიპლომატიური, ასევე კულტურული – აი, რა გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close