Sliderსაზოგადოება

“ვირუსი დამარცხებულია საქართველოში და ყველაფერი ისევე იქნება, როგორც 2018 წლის იანვარში”

“როგორც ჩანს საქართველომ დაამარცხა კოვიდ ვირუსი, ხოლო ვაქცინის და სამკურნალო საშუალებების შესაძლო გამოჩენამ შეიძლება პირველ ქვეყანდაც გაგვხადოს სადაც ვირუსი ელიმინირებული იქნება. მშვენიერია.
რა მაძლევს ასეთი ოპტიმიზიმის საფუძველს? ის რომ რაც ეს ბოლო დღეები ხდება საქართველოში, როდესაც ყველაფერი იმის საწინაამდეგოდ კეთდება რასაც პანდემიის მართვა და შემთხვევების რაოდენობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები ჰქვია. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ საქმე ძალიან კარგად არის და ვირუსიც დამარცხებულია, რადგან ყველაფერის ასე უკუღმა გაკეთება გადაწყდა
1) ჩემი ვაჟისგან და შემდეგ სხვებისგანაც გავიგე რომ თბილისში (შესაძლებელი სხვა ქალაქებშიც) მეტად პოპულარული გახდა ბინების გაქირავება საზეიმო ღონისძიებებისათვის. აქ გამოფენილმა სურათებმაც დამიდასტურა რომ ისე თავისუფლად იკრიბება 30-40 ადამიანი და ქეიფობს როგორც არაფერი. რესტორნებს იმიტომ კი არ კეტავდნენ რომ არ იქეიფოთო, არამედ იმიტომ რომ ბევრი ხალხი არ შეიკრიბოთო. ჩემი რეკომენდაციაც საკრდინაციო საბჭოსთის იყო, 6 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა….მაგრამ
2) თბილისში ნუ შეიკრიბებითო, არ ნიშნავს რომ სხვა ქალაქებში უნდა გადაინაცვლოთ და იქ შეიკირიბოთ ამდენი ადამიანი, რომ წაიღოთ იქ ვირუსი და გაავრცელოთ მერე რას შვებით? იმ რაიონებში ხომ ჯანდაცვის სისტემა ძალზედ სუსტია.. ესეც არაფრად ჩააგდეს და მოედო ქეიფები ქვეყანას
3) სააკოორდინაციო საბჭოზე გვკითხეს, რას ფიქრობთ სახლის პირობებსი გასაკეტებელ სწრაფ ტესტებზეო, რაზეც ვუპასუხე რომ არ იყო რეკომენდირებული და პირიქით საშიშიც იყო, რადგან ა) ეს ტესტები ძალიან უზუსტოა და უამრავ მცდარ პასუხს იძლევა ბ) მისი სახლის პირობებში გაკეთებას გარკევული სწავლა უნდა გ) არავინ იცის გაიკეტა თუ არა პიროვნებამ ტესტი, რომელიც დაიწყებს მტკიცებას რომ უარყოფითი პასუხი ამოუვიდა…მაგრამ, ჯიპისის სააფთიაქო ქსელს და ფარმა ბიზნესს ხომ ვერავინ ვერაფერს ეტყვის და აი გამოჩენილა ამ აფთიაქებში ეს ტესტები და აბა მოიმატებს უარყოფით პასუხიანი ადამიანების რაოდენობა, რომელსაც მერე ვერაფერს დაუშლი,….
ცნობისათვის, გუშინ ამერიკის სიდისიმ გამოქვეყნა დიდი კველვის შედეგი, რომლის მიხედვითაც შემთხვევების 50% ასიმპტომური პაციენტებისგან გადადების შედეგია. ჯიპისის 15 წუთიანი სწრაფი ტეტსები ნამდვილად ხელს შეუწყობს ამ სტატისტიკას
მოკლედ, ვირუსი დამარცხებულია საქართველოში და იმედია, უკვე იანვრის ბოლოდან, ყველაფერი ისევე იქნება, როგორც 2018 წლის იანვარში” – წერს ექიმი ზაზა წერეთელი ფეისბუქზე. .
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close