სხვადასხვა

ფერმერების ექსპერიმენტი – ვირტუალური რეალობის სათვალე წველადობას ზრდის

სათვალეების ყიდვის შემდეგ თურქმა ფერმერმა რძის წარმოება 22%-ით დაზარდა

თურქმა ფერმერმა იზზეტ კოსაკმა თავის ძროხებს ვირტუალური რეალობის სათვალეები უყიდა, რომლებშიც ცხოველები ზაფხულის მდელოების გამოსახულებებს ხედავენ. ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება კოსაკმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთში ანალოგიური ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ გაიგო, რომლის შედეგადაც ცხოველებში შფოთვის დონე შემცირდა, რძის რაოდენობა კი გაიზარდა.

სათვალეების ყიდვის შემდეგ თურქმა ფერმერმა რძის წარმოება 22%-ით დაზარდა. ის შედეგით კმაყოფილია და კიდევ 10 სათვალის შეძენას გეგმავს. მანამდე კოსაკი ძროხების დასამშვიდებლად კლასიკურ მუსიკას ასმენინებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close