საზოგადოება

ვინც საპატრიარქოს განცხადებებს ცუდად, არასწორად იგებს, ეს მათი ცნობიერების პრობლემაა და არა ის, რომ რეალურად რაიმე ცუდი ითქვა – მიტროპოლიტი იოანე

წლების განმავლობაში სულ ისმის კრიტიკა ეკლესიის მიმართ. ყველაფერში ცუდის დანახვა ნიშნავს, რომ მათ ასეთი ხედვა აქვთ და ჩვენ ვერ ვაიძულებთ, შეცვალონ ეს ხედვა, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

მან ბოლო პერიოდში საპატრიარქოსთან დაკავშირებული მოვლენები შეაფასა.

„როდესაც ეკლესია სახარებისეულად ამბობს სიტყვას, მეორე პოლუსზე სხვაგვარად ხდება გაგება და ისმის კრიტიკა ან ბრალდებების წაყენება. ეს არის გაუგებრობა. სხვა ცნობიერება გააჩნიათ მათ. სხვა კრიტერიუმები, მიზნები აქვთ და ამიტომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, მაგრამ უფალმა თქვა – თუ მე მდევნეს, თქვენც გდევნიან, თუ ჩემი ისმინეს – თქვენსასაც ისმენენ. ეს პოლარიზაცია ახალი არ არის. უფალმა თქვა, რომ ზოგი მიიღებს თქვენს სიტყვას, ზოგი დაგიპირისპირდებათ.

ვინც საპატრიარქოს განცხადებებს ცუდად, არასწორად იგებს, ეს მათი ცნობიერების პრობლემაა და არა ის, რომ რეალურად რაიმე ცუდი ითქვა. ითქვა ის, რაც არის, რომ წლების განმავლობაში სულ ისმის კრიტიკა ეკლესიის მიმართ. ყველაფერში ცუდის დანახვა ნიშნავს, რომ მათ ასეთი ხედვა აქვთ და ჩვენ ვერ ვაიძულებთ, შეცვალონ ეს ხედვა“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც, რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.

დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close