პოლიტიკა

ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან – ელენე ხოშტარია

“კანდიდატის სტატუსის საკითხიდან და უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრავს ჩვენ პერსპექტივას ევროკავშირის კანდიდატობის მიღების. მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთი მხრივ გვითხრეს, რომ ხალი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია უკვე თითქმის ორი თვე და ამ ორი თვის შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ ანგარიშს, რომელშიც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები”, – თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მისი თქმით, ხელისუფლებას არაფრის გაკეთებისკენ არ მოუწოდებს, რადგან მათი რესურსი ამოწურულია და ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში, ოლიგარქის პირობებში, საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა – “ჩვენ ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს რა გვაქვს გასაკეთებელი და ჯერი და ვალი ახლა არის ჩვენზე, რომ ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close