Sliderსაზოგადოება

ვიზუალურად იგი გამოიყურება როგორც გარდაცვლილი ადამიანი, სახე, ხელები… ვიოლა ფონ კრამონმა დაადასტურა, რომ მას ეს ინფორმაცია სახალხო დამცველისგანაც აქვს – ხაჭაპურიძე სააკაშვილის შესახებ

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროდეპუტატები, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, შვილს – ედუარდ სააკაშვილსა და ექიმს, ოთარ თოიძეს შეხვდნენ და დეტალურად მიიღეს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე.

“ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ის სიტუაცია, სადაც მე აღვწერდი, რომ ვიზუალურად იგი გამოიყურება როგორც გარდაცვლილი ადამიანი, სახე, ხელები, დაადასტურა ეს და თქვა, რომ მასაც გააჩნია ანალოგიური ინფორმაცია სახალხო დამცველისგან. ისინი დაინტერესდნენ რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს სააკაშვილის სასჯელის გადავადება. დაინტერესდნენ ვადებით,  მე ვუთხარი, რომ დაახლოებით 2-3 კვირა იქნება ეს ვადა სანამ ჩვენ სასამართლოში შევიტანთ, თუ ევროკავშირის წარმომადგენლები და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ დარბაზში როდესაც შევალთ დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close