საზოგადოება

ვერის პარკის რეაბილიტაცია იწყება – სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს

თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ვერის პარკის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადა.

„ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, საჭიროებს სრულ განახლებას. არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ძალიან მძიმეა. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირველადი სახე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საპროექტო სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close