პოლიტიკა

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩის შესახებ გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უპატივცემულო ხასიათის ბრალდებების გაკეთებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის გაკეთებულ განცხადებას დაკავებულ გიორგი რურუასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციის განცხადებებს მმართველი პარტია გამოეხმაურა და დიპლომატს ბოდიში მოუხადა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close