მსოფლიო

ვაქცინა ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პროფილაქტიკისთვის – რომის პაპი

ვაქცინა ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პროფილაქტიკისთვის, – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

„ვაქცინები არ არის ჯადოსნური სამკურნალო საშუალება. ისინი ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პროფილაქტიკისთვის“, – აღნიშნა რომის პაპმა.

მისი თქმით, ადამიანებზე გავლენას ახდენს უსაფუძვლო ინფორმაცია ან ცუდად დოკუმენტირებული ფაქტები, რომლებიც რეალობას ამახინჯებენ.

„თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობა მორალური ვალდებულებაა“, – განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინებმა ეფექტურად შეამცირა კორონავირუსის მძიმე შედეგები და მოსახლეობის ვაქცინაციის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close