რეგიონები

ვანო ჩხარტიშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქედ არჩეული მეუღლე 10 000 ლარით დააჯილდოვა

ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებით, ოზურგეთელი ოლიგარქის, ვანო ჩხარტიშვილის მეუღლეს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.ზუსტად იგივე ტიტულით , ორი წლის წინ, ისევ ალეგრობაზე მაშინდელმა მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ვანო ჩხარტიშვილის და, მარინა ჩხარტიშვილი დააჯილდოვა. (კონფიდენციალური წყარო გვატყობინებს, რომ მომავალ ალეგრობას იგეგმება  ვანო ჩხარტიშვილის ძმის, შალვა ჩხარტიშვილის საპატიო ოზურგეთელობაც, რომელსაც, როგორც გვეუბნებიან, მართლაც აქვს სიკეთეები ნაკეთები ოზურგეთელებისთვის). ამის შესახებ “გურიის მოამბე” წერს. 

ფულადი ჯილდოების ამბავი კი  გუშინ, ოზურგეთში, “ალეგრობის” ტრადიციულ დღესასწაულზე გახდა ცნობილი, რომლის დასრულებისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამსწრეთ, საპატიო მოქალაქეობის ნომინანტები გააცნო და მათ შორის პირველი ჩხარტიშვილის მეუღლე, ნანა გოთუა იყო.

როგორც ოზურგეთის მერიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნანა გოთუას ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობა – ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის – მიენიჭა.

ამით აღფრთოვანებულმა მისმა მეუღლემ, ოლიგარქმა ვანო ჩხარტიშვილმა, რომელიც ოზურგეთს ამჯერად, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის სტატუსით “სტუმრობდა”, პრემიის სახით  საპატიო ოზურგეთელებს  , თითოეულს 10 000 ლარი გადასცა.

ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობა ასევე გურიის გუბერნატორის ექს მოადგილეს, გია ებრალიძესაც მიენიჭა-მას-ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის აღორძინებისთვის, გურიის რეგიონში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის, ასევე, იუსტიციის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close