პოლიტიკა

ეს შეიძლება შევაფასოთ მხოლოდ ერთი სიტყვით – ტერაქტი! – გია გაბრიჭიძე აქციის ორგანიზატორთა დაჯარიმებას ითხოვს

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ბათუმის აქციის ორგანიზატორთა დაჯარიმებას ითხოვს;

„ის, რაც კორონაცებმა ბათუმში ჩაიდინეს შეიძლება შევაფასოთ მხოლოდ ერთი სიტყვით – ტერაქტი!
არ არის საჭირო პოლიტკორექტული ლათაიები იმაზე, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებები ასე არ ტარდება, რადგანაც ყველამ ვნახეთ თუ როგორ შესანიშნავად ჩაატარა “პატრიოტთა ალიანსმა” 3 ოქტომბერს ამომრჩეველთან შეხვედრა თავისუფლების მოედანზე. ისიც გავიგეთ თუ როგორ გააუქმეს ევრონაცკორონებმა დაგეგმილი აქცია (ამ გაუქმებას ცოტა სხვა მიზეზი უფრო ჰქონდა – ხალხს ვერ შეკრებდნენ, მაგრამ ჯანდაბას, ეს მაინც ჩაეთვალოთ).
არ არის საჭირო იმის ძახილი, რომ კორონაცები მტრები არიან და რაც მეტ რამეს იმამაძაღლებენ, მით უფრო დაიკმაყოფილებენ თავიანთ საზიზღარ ვნებებს.
არც ვიშვიშია საჭირო – ვაი რა გვეშველება ამ ნაძირლების ხელში.
31 ოქტომბრამდე რამდენიმე დღე დარჩა და დარწმუნებული ვარ თითქმის ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც საქართველოს სჭირდება.
დღეს კი ხელისუფლებამ ერთი უმარტივესი რამ უნდა გააკეთოს – მიარჭოს 15000 ლარიანი ჯარიმა!
ჩვეულებრივი, კანონიერი ჯარიმა, რაც ერთხელ პირბადეების დარიგების საბაბით ზუგდიდში მოწყობილ უფრო ნაკლები მასშტაბის ტერაქტის შემდეგ მიარჭო.
შეიძლება აწიწკვინდნენ – ბოლო კაპიკებს გვართმევენო, მაგრამ არაუშავს. იწიწკვინონ რამდენიც უნდათ,.
ის 15000 ლარით კი სრულიად გამჭვირვალედ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული მედპერსონალი და პოლიციელები დააჯილდოონ.
ეგაა და ეგ“ – წერს გია გაბრიჭიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close