მსოფლიო

ეს ტყუილი და აბსურდია – თეთრი სახლი პუტინს გამოეხმაურა

თეთრი სახლი გამოეხმაურა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინის გამოთქმულ ბრალდებებს და მას “აბსურდი” უწოდა.

პუტინმა გუშინ თქვა, რომ უკრაინა, თავის პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მას შეიარაღებას აწვდიდნენ, ემზადებოდა რუსეთზე თავდასხმისთვის, რუსეთმა კი “აგრესიას პრევენციული პასუხი გასცა”.

თეთრის სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, საბედნიეროდ, ახლა ყველამ იცის პუტინისა და კრემლს დეზინფორმაციის ქარხნის შესახებ.

“ვარაუდი, რომ ეს ომი, რომელიც დაიწყო პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით, გამოწვეული იყო დასავლეთის აგრესიით ან დასავლური გეგმებით, აშკარად ტყუილი და აბსურდია”,– განაცხადა ფსაკიმ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button