Slider

ეს გალია ჩემი აშენებულია, სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია – სააკაშვილი მოსამართლეს

მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი – ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია, – ასე მიმართა  მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას წესრიგისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე იმყოფება.

„სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ. ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button