საზოგადოება

“ეს არის ძალიან მძიმე დღე ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის”

გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, დღევანდელმა დღემ ნათლად აჩვენა თუ რა მიზნები ამოძრავებს “ქართულ ოცნებას”, რომელსაც სურს ქვეყანაში ავტორიტარული და დიქტატურული მმართველობა დაამყაროს.

“ეს არის ძალიან მძიმე დღე ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. დღე, რომელმაც ნათლად აჩვენა თუ რა მიზნები ამოძრავებს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომელიც უბრალოდ აკონტროლებს რესურსს და ამ რესურსის კონტროლის შედეგად ცდილობს ძალადობრივად მართოს ქვეყანა და ქვეყანაში დაამყაროს ავტორიტარული და დიქტატურული მმართველობა. ეს არის დღე, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს ძალიან ბევრი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მცდელობა, რომ რამენაირად მოინათლოს ეს ლეგიტიმურ მმართველობად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან დემოკრატიად არის უკვე სასაცილო”, – თქვა გირგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა მიმართა ახალგაზრებს, რომ ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად უნდა იმოქმედონ და შეინარჩუნონ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო, რომლის ვექტორიც დასავლეთი იყო. მისი განცხადებით, ქვეყნის ვექტორი იცვლება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close