პოლიტიკა

ეს არის რუსეთის მხრიდან ცალმხრივად გადასადგმელი ნაბიჯი, სადაც საქართველოს მონაწილეობა 0-ის ტოლია – მათიკაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ

ბუნებრივია, რომ ნებისმიერი სანქციის მოხსნა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს, მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„თუმცა, ეს საკითხი არ დგას რუსეთ-საქართველოს შორის რაიმე მოლაპარაკების ჭრილში. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რუსეთის მხრიდან ცალმხრივად გადასადგმელი ნაბიჯი, სადაც საქართველოს მონაწილეობა 0-ის ტოლია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა ზეწოლას განიცდის დასავლეთის მხრიდან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მიერთებას ითხოვს.

„საქართველოს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მალე შეძლებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close