პოლიტიკა

“ეს არის არასამთავრობო სექტორის მედია კასტრაცია” – ნიკა გვარამიას მიმართვა

"ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში დგომის იმედი... აქლემი თქვენს კართანაც დაიჩოქებს"

ეს არის არასამთავრობო სექტორის მედია კასტრაცია – აცხადებს ნიკა გვარამია “მთავარი არხის” დაჯარიმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

“თქვენი შეზღუდვაა, მედიაში პრაქტიკულად ვეღარ გამოჩნდება ვერაფერი, სადაც რომელიმე პირს ან კორუფციაზე, ან სასამართლო კლანზე, ან ხელისუფლების მითვისებაზე, ან არჩევნების გაყალბებაზე საუბრებით, ვერაფერი ვერსად განთავსდება ვერც ერთ არხზე…

მაგალითად, ოპოზიციური პარტიის მიტინგის დაანონსება და დროის განმარტება, როდის იქნება, რა ლოკაციაზე და ა.შ. რაც აბსოლუტურად არ წარმოადგენ პოლიტიკურ რეკლამას, არამედ საინფორმაციო დატვირთვა აქვს, ესეც აკრძალული გვაქვს. ანუ, თქვენი ამომრჩეველი ვერ გაიგებს თქვენი შეკრების დროის, ლოკაციის და ა.შ. რაც აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა და არ წარმოადგენს წინასაარჩევნო რეკლამას, მითუმეტეს არასაარჩევნო პერიოდში…

ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში დგომის იმედი. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს აქლემი თქვენს კარებთანაც დაიჩოქებს და ვიცით, რომ არაერთხელ გამხდარხართ მსხვერპლი ამ ყველაფრის, მაგრამ ეს უკვე უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს მთავრი არხის წინააღმდეგ” – აცხადებს ნიკა გვარამია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close