ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა თანამდებობა დატოვეს

პაპუნა ლეჟავას შემდეგ, თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას“, – წერს მესტვირიშვილი.
ისინი არ აკონკრეტებენ მიზეზს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უაკვშირდება ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას.