ეკონომიკა

„ენგურჰესი“ დღეიდან სამი თვით ჩერდება

20 იანვრიდან, „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება. გადაწყვეტილება გვირაბში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ამით ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ენერგო სისტემა არ დაზიანდება, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მომარაგდება „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი – ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას მიიღებს, ანაზღაურება კი აფხაზური მხარის უზრუნველსაყოფი იქნება.

ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. ცნობისთვის, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28-მილიონიანი სესხი გამოყო. ამასთან, გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close