საზოგადოება

ელენე ხოშტარია, როცა შენ ღამით წამოპლაკული ხარ სახლში, ახალგაზრდა ბიჭები, მამები და ბაბუები დილამდე მუშაობენ სიცივეში, იმისათვის, რომ ბავშვებს ლამაზი ახალი წელი გაუთენონ – ჭელიძე

ქართული ანდაზაა ლენა, ესეც ქართული პასუხია შენს საქციელზე: რამდენჯერაც შენი სახელი ,,მოიხსენიონ,, ლამაზად და გემრიელად დღეს თბილისში, იმდენი ღმერთმა შეგარგოს!"

ნინი ჭელიძე:

“ელენე ხოშტარია, როცა შენ ღამით წამოპლაკული ხარ სახლში და შენი ოჯახის წევრებთან ერთად დროს ატარებ, ახაlგაზრდა ბიჭები, მამები და ბაბუები დილამდე მუშაობენ სიცივეში იმისთვის,რომ ბავშვებს და ქალაქის მოსახლეობას , რეგიონებიდან ქალაქში ჩამოსულ ოჯახებს ლამაზი და ბრდღიალა ახალი წელი გაუთენონ! მუშაობენ და შრომობენ თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, სიმაღლეებს ევლებიან თავზე და რიჟრაჟზე, სანამ ქალაქი გაიღვიძებს,მხოლოდ მაშინ ტოვებენ სამუშაო სივრცეს…შენ დღეს ამ ბიჭების, ამ ქართველი, აზერბაიჯანელი, იეზიდი, უკრაინელი, ბერძენი მშრომელების შრომას მიაყენე შეურაცხყოფა! შენ დღეს ფეხებზე დაიკიდე ამ ხალხის თეთრად გათენებული ღამეები და მათი ოჯახები! შენ დღეს ყველა ბავშვს სულში ჩააფურთხე და დაამტკიცე,რომ საკუთარი თავისა და ჯიბის გარდა ყველა და ყველაფერი ფეხებზე გკიდია! დედა ასე არ იქცევა! ცოლი ასე არ იქცევა! ოჯახის ქალი ასე არ იქცევა! დედის გაზრდილი შვილი ასე არ იქცევა!ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო!-ქართული ანდაზაა ლენა, ესეც ქართული პასუხია შენს საქციელზე: რამდენჯერაც შენი სახელი ,,მოიხსენიონ,, ლამაზად და გემრიელად დღეს თბილისში, იმდენი ღმერთმა შეგარგოს!”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close