ეკონომიკა

„ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 65 მილიარდი ლარი იქნება” – პრემიერი

მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრის განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძალიან დამაიმედებელია.

„ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 65 მილიარდი ლარი იქნება და ეს ისტორიული მაქსიმუმია. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ეს იქნება დაახლოებით, 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პირველი 9 თვის განმავლობაში, შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცედენტო ზრდაა რეგიონის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მათ ასევე მოამზადეს ახალი პროგრამების. კერძოდ, ისეთი, როგორიც არს „აწარმოე საქართველოში“. ასევე, სოფლის მეურნეობის კუთხით აქვთ ამბიციური გეგმები და პროგრამები, რომელთა მასშტაბები იანვრიდან გაფართოვდება.

„ამას გარდა, უახლოეს კვირაში მე გამოვალ ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებსა და ინიციატივებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close