საზოგადოება

“ეკლესიების გამთეთრებლებთან მშვიდობა არ და ვერ იქნება” – უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ,,რეაქციაში” აცხადებს:

,,მინდა ყველას მივმართო, ჩვენი ბიჭების სიკვდილის ხარჯზე, ჩვენი ბიჭების მკვლელებთან და  ეკლესიების გამთეთრებლებთან მშვიდობა არ და ვერ იქნება. ჩვენ ერთადერთი გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც იქნება მეტი დემოკრატია, ევროპა და ერთმანეთის პატივისცემა.

ასეთი დაპირისპირება, როგორიც ახლაა საზოგადოებაში, არ მახსოვს. ყოველდღიურად შუღლის ჩამოგდება ხალხს უმძიმეს შედეგებამდე მიგვიყვანს. ამისთვის საჭიროა ეს ყველაფერი დასრულდეს. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, რომ პროცესები განვითარდეს. თუ ქვეყანაში არ მოხდება უკეთესობისკენ ცვლილებები, ბევრი ჩემი მეგობარი აპირებს ქვეყნის დატოვებას და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close