საზოგადოება
„ეკლესიაში ერთი კოვზის ხმარება რომ არ შეიძლებოდა მრევლისთვის, ეგ გამახსენდა“ – ნინო ლაბარტყავა
ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სტუდია „მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ფოტოებს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„გამყრელიძემ რო ველისციხეში იგრიალა, სუფრაზე სუ კრამიტით რო სვა განსხვავებულები… სანამ დალევდა და რო დალია – მანამდე და მერე იმ კრამიტს დეზინფექცია ჩაუტარდა ნეტა?
არა, რავი, ეკლესიაში ერთი კოვზის ხმარება რომ არ შეიძლებოდა მრევლისთვის, კოვიდს გაავრცელებენო, ეგ გამახსენდა უცებ“ – წერს ნინო ლაბარტყავა.
ცნობისთვის, სტუდია “მონიტორმა” ამირან გამყრელიძისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შესახებ ფოტოები და ინფორმაცია გაავრცელა. “მონიტორის” ცნობით, 2021 წლის 25 სექტემბერს გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
მათივე ცნობით, ფოტოებზე, ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები “მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კი განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.