საზოგადოება

„ევროკავშირში და ნატოში არ გვიღებენ და “სასიცოცხლო ვაქცინას” პირველი ჩვენ მოგვცემდნენ?“ – ზვიად ტომარაძე

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ახლახანს ტელეკომპანია იმედზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ვაქცინაციას დაიწყებს. ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღია 2021 წლის გაზაფხული და პირველ ეტაპზე მოსახლეობის 20% ანუ 700 000 კაცს აცრიან. რადგან მსოფლიოში ვაქცინის რამდენიმე ვარიანტია, ამიტომ რომელ ფირმასაც რეკომენდაციას ჯანმო გაუწევს, იმას შემოიტანენ!
მედიცინის სიკეთეებიც ვიცი და აქამდე არსებული ვაქცინების სარგებლიანობასაც ვაფასებ, მაგრამ როდესაც ცნობილია, რომ ვაქცინის შექმნას მინიმუმ 7 წელი სჭირდება, როგორ ვენდოთ ნაუცბათევად შექმნილ ვაქცინას? თან საქართველო პირველი ქვეყანა რატომ უნდა იყოს? საცდელი ვირთხები ვართ? საეჭვო და საცდელი რომ არ იყოს, ევროკავშირში და ნატოში არ გვიღებენ და “სასიცოცხლო ვაქცინას” პირველი ჩვენ მოგვცემდნენ? ჯანმოს რეკომენდაციას საერთოდ რა ფასი აქვს? ამ ერთი წლის მანძილზე რა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ამ ორგანიზაციამ აკეთა მაგათი ნდობა კიდევ შეიძლება?”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close