პოლიტიკა

ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სეთ­თან მხო­ლოდ 4 დღე­ში იმ­დენს ვაჭ­რობს, რა­საც ჩვენ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს სა­სა­ცი­ლოა ხომ? – ღარიბაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და­ინ­გრე­ვა, ჩვენ ჩვენს ხალ­ხს ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ, თუ რუ­სეთს მსგავს ორ­მხრივ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს და­ვუ­წე­სებთ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და­ინ­გრე­ვა, ჩვენ ჩვენს ხალ­ხს ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ, თუ რუ­სეთს მსგავს ორ­მხრივ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს და­ვუ­წე­სებთ – ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სეთ­თან მხო­ლოდ 4 დღე­ში იმ­დენს ვაჭ­რობს, რა­საც ჩვენ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს სა­სა­ცი­ლოა ხომ? – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ყა­ტარ­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია არა­ვინ იქო­ნია და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი არა­ვის და­უ­წე­სე­ბია.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მი­მართ ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს და­ა­ზი­ა­ნებ­და.

“სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და­ინ­გრე­ვა, ჩვენ ჩვენს ხალ­ხს ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ, თუ მსგავს ორ­მხრივ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს და­ვუ­წე­სებთ რუ­სეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონ­და ომი. გახ­სოვთ ვინ­მე, ვინც ჩვე­ნი ომის დროს სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა? არა­ვინ! არა­ვინ მსოფ­ლი­ო­ში არ იქო­ნია სწო­რი რე­აქ­ცია, არც ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნი­ათ იმ ომის შემ­თხვე­ვა­ში. ამი­ტომ ჩემი კი­თხვა ის­მის ასე – სად არის ლო­გი­კა? ჩვე­ნი ომი არ არის ომი და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ომი – ომია?

მე უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ბიზ­ნე­სი ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მი­დი­ო­და რუ­სეთ­თან 2008 წლის ომის შემ­დეგ. იმ და­მან­გრე­ვე­ლი ომის შემ­დეგ ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს რუ­სეთს. რუ­სეთ­მა ორი სამ­ხედ­რო ბაზა ააგო ჩვენს ის­ტო­რი­ულ მი­წა­ზე, რუ­სეთ­მა აღი­ა­რა ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­სა და ეს ოკუ­პა­ცია კვლავ გრძელ­დე­ბა. ამი­ტომ ჩემი კი­თხვა ევ­რო­პე­ლი, ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი­სად­მი არის შემ­დე­გი – ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, თქვენ აგ­რძე­ლებ­დით ბიზ­ნეს ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში რუ­სეთ­თან, სან­ქცი­ე­ბი არ გქო­ნი­ათ და­წე­სე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ევ­რო­კავ­შირ­მა 2.3 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და რუ­სეთს 2022 წლამ­დე. არა­ვის გა­უ­ჩე­რე­ბია ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­თან, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ ერთხელ მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო, რომ მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნას. მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს. გვინ­და, რომ ეს ომი დას­რულ­დეს, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე. ჩვენ შე­ვუ­ერ­თდით 500-ზე მეტ რე­ზო­ლუ­ცი­ას, გა­ნა­ცხადს, ყველ­გან, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­ზე და სრუ­ლად შე­ვე­სა­ბა­მე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს. სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს, მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს – მინ­და გან­ვმარ­ტო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 1 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია რუ­სეთ­თან. ახლა შე­და­რე­ბის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რი 4 დღე­ში მხო­ლოდ იმას ვაჭ­რობს, რა­საც ჩვენ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაჭ­რობთ. ეს სა­სა­ცი­ლოა ხომ? ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის წილი, ბრუნ­ვა არის 0.3% და ლო­გი­კა არ არ­სე­ბობს. ეს და­ა­ზი­ა­ნებ­და ჩემი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს,“ – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close