მსოფლიო

დუბაიში შიშველი ფოტოს გამო დაკავებულ გოგონებს შორის რუსი მილიონერის ქალიშვილიც აღმოჩნდა

არაბთა გაერთიანებული საემიროების პოლიციამ დუბაიში 10 გოგო დააპატიმრა, რომლებიც Dubai Marina-ს სასტუმროს აივანზე შიშველი ფოტოსესიისთვის პოზირებდნენ. საერთო ჯამში, შიშველი ფოტოსესიისთვის დუბაიში 40-მდე პირია დაკავებული.

როგორც გაირკვა, შიშველი ფოტოების მოყვარული გოგონებიდან ერთ-ერთი რუსი მილიონერისა და  ეროვნული კორპორატიული ბანკის ყოფილი ბანკირის ქალიშვილია. რუსი გოგონების გარდა, დაკავებულები არიან უკრაინის, მოლდოვისა და ბელორუსის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ- არხი Mash ავრცელებს.

ფოტოსესიის მონაწილეებს6 თვიანი პატიმრობის გარდა, ჯარიმის – დაახლოებით 1 390 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ღონისძიების ორგანიზატორს კი 14 000 აშშ დოლარის.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის დაწყებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ დაკავებულები შეიწყალოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close