პოლიტიკა

დიდი მადლობა ბრიტანეთის ელჩს სიმართლის და რეალობის პირდაპირ თქმისთვის – ღუდუშაური

არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ჩვენთვის არის ამავდროულად შეურაცხმყოფელი იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა და რაღაცები დაგვაბრალა, მათ დღემდე არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება. საქართველო არ არის არც ის სახელმწიფო, რომ მსგავსი ქმედებები განახორციელოს და იმიჯი დაიზიანოს.

დიდი მადლობა ბრიტანეთის ელჩს იმ სიმართლის და რეალობის პირდაპირ თქმისთვის, რაც ისედაც ყველასთვის ცხადი, ნათელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სანქციებთან დაკავშირებით საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ალუდა ღუდუშაური ამბობს, საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ რეალობაში, რომ ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის პასუხი არავის მოსთხოვოს.

„არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ჩვენთვის არის ამავდროულად შეურაცხმყოფელი იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა და რაღაცები დაგვაბრალა, მათ დღემდე არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება. საქართველო არ არის არც ის სახელმწიფო, რომ მსგავსი ქმედებები განახორციელოს და იმიჯი დაიზიანოს. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ რეალობაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის პასუხი არავის მოსთხოვოს და უბრალოდ გავჩუმდეთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, მარკ ლეიტონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის დაზვერვას არ აქვს და არ გადაუცია უკრაინის სადაზვერვო სამსახურისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close