მსოფლიო

“დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება” – მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ მსჯავრედებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს. ამის შესახებ მან ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის შესახებ. მე მივესალმები სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას და ყველას, ვინც ურჩია, შეეწყვიტა პროტესტის ეს ფორმა. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ჯანმრთელობა უმთავრესია და არ გვსურს, რომ ვინმე დაიტანჯოს. მე მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას მას შემდეგ, რაც ის მიიღებს ყველა საჭირო ჯანდაცვის მომსახურებას რეაბილიტაციის დროს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი არის იმ შესაბამის საავადმყოფოში, რომელიც მისთვის მისაღებია, დათანხმდა გადასვლას და მისთვის დამაკმაყოფილებელია სამედიცინო მომსახურება და ექიმთა პერსონალი. მე მას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციის სწრაფად გავლას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შიმშილობას არ განაახლებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება. დამიჯერეთ, თქვენ არ გჭირდებათ პროვოკაციები, არ გჭირდებათ მეტი პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, რეფორმები“, – აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close