მსოფლიო

დიახ, პუტინი თავაზიანი ადამიანია საუბრებში, ჩვენ ერთმანეთს სახელით მივმართეთ – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ ელის უკრაინაში რუსული აგრესიის სწრაფ დასრულებას და ის ხშირად ესაუბრება პუტინს.

„ეს არის ხანგრძლივი საუბრები, ხან გერმანულად, ხან თარგმანებით. დიახ, პუტინი თავაზიანი ადამიანი იყო ამ საუბრებში. ჩვენ ერთმანეთს სახელით მივმართეთ“, – თქვა შოლცმა.

ოლაფ შოლცის თქმით, სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა იქნება ის, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება, ყველაფერი მაშინვე ნორმას არ დაუბრუნდება. არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა ომის დასასრულებლად“, – აცხადებს ოლაფ შოლცი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close