პოლიტიკა
„დაკავებულის სამართლებრივ დაცვას ჩვენს თავზე ვიღებთ“ – გიორგი გუგავა
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ბანკში შევარდნილი, სამართლიანი სოციალური მოთხოვნების დამყენებელი დაკავებულის სამართლებრივ დაცვას ჩვენს თავზე ვიღებთ“- წერს გიორგი გუგავა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.