ეკონომიკა

დაიფარება თუ არა მარტში მოსული კომუნალური გადასახადები – “თელასის” და “თბილისი ენერჯის” განმარტება

2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით მოსახლეობის ნაწილს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა უფინანსებდა. პროგრამა უკვე დასრულდა, თუმცა ადამიანებს გაუჩნდათ შეკითხვა, მარტში მისული ქვითრები თებერვალში მოხმარებულ ენერგიას ემთხვევა და კვლავ ფინანსდება თუ ეს უკვე მარტის გადასახადია და თავად უნდა დაფარონ. ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანია “თელასს” მივმართეთ.

“1-ლი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით მოსახლეობამ რა ქვითარიც მიიღო, ის არის თებერვლის თვის მოხმარება, შესაბამისად, მთავრობა აფინანსებდა. მარტის თვეში მიღებული ქვითრის შესაბამისი თანხა უკვე უნდა გადაიხადონ.” – განმარტავს კომპანია “თელასი”.
მათივე თქმით, სუბსიდირების პროგრამაში ნოემბერში მიღებული ქვითრიდან დაიწყო ათვლა.

იგივე განაცხადეს “თბილისი ენერჯიში” და აღნიშნეს, რომ თებერვლის ჩათვლით მიღებული ქვითრის შესაბამის თანხას აფინანსებდა მთავრობა.

გარდა ამისა, როგორც იცით, ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზრდილი ფასით გამოწვეულ სხვაობას მთავრობა მთლიანად დაასუბსიდირებს. ეს მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close