საზოგადოება

„დავიცვათ ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების მომავალი“ – მეუფე სპირიდონი განცხადებას ავრცელებს

სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარეობს სოდომისტ-ჰომოსექსუალთა მხრიდან საშინელი ზეწოლა ქართველ ხალხზე. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი, ვინმე ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმიდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო გამხრწნელისოდომია-ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტ მაიძულებელი ლომჯარია, რათა გარყვნან ქართველი ახალგაზრდობა.

ამ სატანის მსახურებს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ წმიდა წერილის სიტყვებით:

„ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთმამათმავალნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს”. (პირველი კორინთელთა თავი 6 მუხლი 9–10)

,,ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინოთ, ვიდრე ღმერთს”.(საქმე მოციქულთა თავი 4. მუხლი 19); ,,ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა”. (საქმე მოციქულთა თავი 5. მუხლი 29)

,,იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით. (პირველი პეტრესი თავი 5 მუხლი 8–9); ,,მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან” (წმ. იაკობ მოციქულის ეპისტოლე თავი 4 მუხლი 7); ,, სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის”. (სიბრძნე ზირაქისა თავი4 მუხლი 28)

,,ქართველნო ერთად ღვთისაკენ”! დავიცვათ ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების მომავალი“,- ამბობს მეუფე სპირიდონი.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშს გამართავს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს მთავარი სათქმელი სოლიდარობის გამოხატვა იქნება. მათივე განცხადებით, სოლიდარობას გამოუცხადებენ ყველა პროტესტს, მათ შორის ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close