Sliderსაზოგადოება

“დავემშვიდობე ჩემს ბათუმს. დღეს მისი ისტორიის ერთი დიდი ფურცელი დაანგრიეს! ცრემლებმა დამახრჩო” – ბათუმში ისტორიული შენობა დაანგრიეს

ყოფილი ბავშვთა პოლიკნინიკის ადგილზე რვა სართულიან შენობას "ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, მიხეილ ართმელაძის მეუღლის, რუსეთის მოქალაქის, მანანა ტუნაძის კომპანია აშენებს.

ბათუმში, ბარათაშვილის №30 მდებარე შენობა, სადაც განთავსებული იყო ჯერ ბავშვთა პოლიკლინიკა, შემდეგ კი საოჯახო სამედიცინო ცენტრი და სადაც ათასობით ბათუმელს მიუღია სამედიცინო მომსახურება, დაანგრიეს. “ბათუმელების” ინფორმაციით: “ამ ადგილას 8-სართულიანი შენობის აგება იგეგმება, რომელსაც შპს „სახლი ბარათაშვილზე“ აშენებს. შპს „სახლი ბარათაშვილზე“ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, “ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, მიხეილ ართმელაძის მეუღლის, მანანა ტუნაძის კომპანიაა. ის კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია. მანანა ტუნაძე რუსეთის მოქალაქეა. ამ კომპანიის 50 პროცენტს კი მანონი ლასარეიშვილი ფლობს. კომპანია 2019 წლის მარტშია დაფუძნებული. არსებული ინფორმაციით, კომპანია მთლიანობაში 1 972 კვადრატული მეტრი ტერიტორიის ათვისებას გეგმავს გორგასლის #45-დან ბარათაშვილის #30-ის ჩათვლით”.

შენობის ნგრევის კადრებს ბათუმის მკვიდრი ზეინაბ დიასამიძე აქვეყნებს და წერს: “ოცნების მოტრფიალეებო… გამოდით და ტაში დაუკარით ვანდალიზმს!!! დავემშვიდობე ჩემს ბათუმს… დღეს მისი ისტორიის ერთი დიდი ფურცელი დაანგრიეს! ცრემლებმა დამახრჩო”.

http://

ვიდეოს კომენტარებში ბათუმელები ასე გამოეხმაურნენ:

“რომელი მაღალჩინოსნის ჯიბეს შეეწირა?”, “მიხეილ ართმელიძე დგას ამის უკან”.

“ასე ხელაღებით შეიძლება მოსპო ქალაქის იდენტობა?! ყველაფერი ფულით ხომ არ განისაზღვრება?!”

“ქურდებივით ღამით ანგრევენ. მართლაც ულამაზესი ისტორიის მატარებელი შენობა დაასამარეს, წაშალეს ვითომც არ ყოფილა”.

“სამარცხვინო რეალობა , ბუნება კანონზომიერია…
ყველა საკუთარი ტყავით ზღავს ამ ვანდალიზმის გამო…
არ იფიქროთ რომ არ ჩანხართ, ყველაფერი დღესავით ნათელია!”
“ულამაზესი შენობა, ნუთუ არ შეიძლებოდა ფასადის შენარჩუნება? ყველა , ვინც ამ უმსგავსო ყაჩაღებს მხარს უჭერს, ჩემი პირადი მტერია”.
“ეს როგორ??? ფასადი არ შეიცვლებაო???ეს ხომ ძეგლია”
“ჩემი ბავშვობა, ჩემი შვილების ბავშვობა წაიღო ნანგრევებმა”.
“სიტყვებს ვერ ვპოულობ, ეს რა გააკეთეს, როდემდე უნდა ვისჯებოდეთ ერი, როდის უნდა დავიწყოთ წინსვლა?”
“და რა მერე,რამე ისტორიული ღირებულება ჰქონდა? დაგიჩემებიათ ჩვენი ბავშობაო,რა ვანდალიზმზე საუბრობთ,იქნებ მანდ უკეთესი შენობის აშენება იგეგმება,ჩვეულებრივი ორ სართულიანი ნაგებობა იყო მაგრამ რაღაციდან ხომ უნდა შექმნათ სენსაცია,არც არქიტექტურული,არც კულტურული და მით უფრო არც ინტერიერილი არც შიგა და არც გარე დატვირთვა მაგ შენობას არ ჰქონდა”. პასუხი ამ კომენტარზე: „იგი წარმოადგენდა იმ ხანებში დამკვიდრებული „სტალინური“ არქიტექტურის საფასადო სახის შენობას, რომელშიც გახსნილი იყო საბავშვო პოლიკლინიკა. ამ ნაგებობაში ასახულია XX საუკუნის პირველი ნახევრის ბათუმის ზოგადი მხატვრული ესთეტიკა. ამასთან, ნაგებობის სტრუქტურისა და ფასადის ამგვარი გადაწყვეტა მისადაგებულია უბნის ზოგად არქიტექტურულ გარემოსთან. შენობას ამ ეტაპზე არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, თუმცა, ნაგებობა ფონური ღირებულებისაა და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს. XXს-ის განმავლობაში ამ ნაგებობაში მოხდა გარკვეული სტრუქტურულ-გეგმარებითი ცვლილება. რამდენჯერმე ჩანს ჩატარებული ინტერიერის და ფასადების რემონტი“ – წერს გია ჭანიშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close