პოლიტიკა

დადასტურდა, რომ კონგრესში საქართველოსთვის სანქციებზე საუბარი არ ყოფილა – დავით ზალკალიანი

კონგრესმენმა კინზინგერმა კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს,- ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას.

მინისტრის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ კონგრესში აქტიურად განიხილებოდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხი, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ამერიკის შემოყვანის მცდელობას უკავშირდებოდა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გევსმოდა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს იქ საუბარი იყო რამე სანქციაზე. მგონი, კონგრესმენმა კინზინგერმა კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა ამ სპეკულაციებს. იქ არანაირ სანქციებზე არ არის საუბარი. ვფიქრობ, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ამერიკის შემოყვანის მცდელობასთან გვქონდა საქმე, იმისთვის რომ გარე ფაქტორის გაჩება მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდში. ვფიქრობ, დღევანდელი თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და მიღებული დეფინიციები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ადამ კინზინგერმა 21 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით კონგრესში სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.

„საქართველოსთან მიმართებით, ეს ტექსტი სანქცია არაა. სანქციები იმ შემთხვევაში იქნებოდა ამოქმედებული, თუ, მაგალითად, სახელმწიფო მდივანი პომპეო იტყოდა, რომ ცუდი პროცესები მიმდინარეობს და ამის გამო შევწყვეტთ ფინანსურ დახმარებას. ეს არაა სანქციები, მეტიც, საქართველოსთან მიმართებით, სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრები არასდროს გამართულა, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე ბლოგს, რომელიც ამ თემაზე წავიკითხე“, – განაცხადა კინზინგერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close