სამართალი

“გრინსერვისის” დირექტორს 6 წელი, გიორგი გობეჯიშვილს – 4, ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს 3 წელი და 6 თვე, ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს 3 წელი – მარიტა მეფარიშვილის საქმეზე განაჩენი დადგა

ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებიდან 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი კი გამართლდა.

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ვალერი გოგიშვილი. პატიმრობა შეეფარდათ:

  • “გრინსერვისის” დირექტორს ლაშა ფურცვანიძეს – 6 წელი;
  • გიორგი გობეჯიშვილს – 4 წელი;
  • ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს – 3 წლითა და 6 თვით;
  • ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს – 3 წლით.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე  გასული წლის 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ვაკის პარკის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close