Sliderპოლიტიკა

გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ღარიბაშვილის პარლამენტში საუბარი – სამადაშვილი

აქ ერთი პრობლემაა, ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ის, რომ დემონტაჟი უნდა მოხდეს ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმის, არ იყო ამ ჩამონათვალში, ვიდრე ბატონი ღარიბაშვილი არ ჩავიდა ბრიუსელში. როგორც თქვენსავე არჩეულმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა დაადასტურა, ისეთი მოახერხეთ ყველამ ერთად, რომ ახლა ბატონი ბიძინა არის თქვენზე განრისხებული. ამიტომ ჭყვიტინებთ, ამიტომ დადგით დღეს აქ სპექტაკლი.

„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა არ ვიცი, მაგრამ დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის აქ საუბარი. უკიდურესად განრისხებულია მისი პატრონი, ბატონი ბიძინა. პრემიერს ვუთხარი, საზოგადოებისთვის გაეცნო იმ პრობლემების სია, რომელიც მას ევროკავშირში გადასცეს და უთხრეს, „თუ ეს არ მოგვარდება, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს“. მან განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და არანაირი სია მისთვის არ მიუციათ, ოღონდ ეს სია გამოაქვეყნა ევროკომისიამ და ხვალ ევროპული საბჭო დაამტკიცებს. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა, ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ის, რომ დემონტაჟი უნდა მოხდეს ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმის, არ იყო ამ ჩამონათვალში, ვიდრე ბატონი ღარიბაშვილი არ ჩავიდა ბრიუსელში. როგორც თქვენსავე არჩეულმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა დაადასტურა, ისეთი მოახერხეთ ყველამ ერთად, რომ ახლა ბატონი ბიძინა არის თქვენზე განრისხებული. ამიტომ ჭყვიტინებთ, ამიტომ დადგით დღეს აქ სპექტაკლი და ამ ყველაფერს პასუხს გასცემს ქართველი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ღარიბაშვილის პარლამენტსი სიტყვის გამოსვლის შემდეგ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close