საზოგადოება

გიორგი გახარია, რომელიც შს მინისტრი, შემდეგ კი პრემიერი იყო, პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეში – მეუფე იაკობი

ადამიანი, რომელიც შს მინისტრი, შემდეგ პრემიერი იყო და პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში, როგორ უნდა მობრუნდეს, არ ვიცი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ბა­ტო­ნი გა­ხა­რია არ არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი. ზედ­მეტ პა­ტი­ვად მი­მაჩ­ნია გა­ხა­რი­ა­ზე ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კო. მე ის მიკ­ვირს – ეკ­ლე­სი­ას ისე ექ­ცე­ო­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რომ მობ­რუნ­დეს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რი ან ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, ეკ­ლე­სი­ის საქ­მე­ში პირ­და­პირ ერე­ო­და. მას­ზე არა­ფე­რი ტყუ­ი­ლი არ მაქვს ნათ­ქვა­მი. გი­დას­ტუ­რებთ, რაც ვთქვი. ხომ იძა­ხო­დით ჩემ­ზე, ნას­ვამ­მა თქვაო, ფხი­ზე­ლი გე­უბ­ნე­ბით ამას.

ვინც „ოც­ნე­ბას“ უჭერ­და მხარს, გა­ხა­რი­ას რა­ტომ უნდა მის­ცეს ხმა. გა­და­ხე­დეთ, ვინ უდ­გას გვერ­დით. ან სრუ­ლი „ლოკ­და­უ­ნი“ გინ­დათ? თუ გინ­დათ, სხვა­საც შე­უძ­ლია მა­გის გა­კე­თე­ბა. რა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, სტრა­ტე­გია ჰქონ­და სწო­რი?“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close