საზოგადოება

“გვიან ღამით სააკაშვილთან იკრიბებოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი – ეს იყო ე.წ. „ტროიკა“ – მამრაძე

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა. გვიან ღამით სააკაშვილთან იკრიბებოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი – ეს იყო ე.წ. „ტროიკა“, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

„უკვე პარიზში მყოფმა ოქრუაშვილმა პატიოსნად თქვა, რომ იმ პერიოდში, რამდენიმე ადამიანს, ჩემი ჩათვლით, ხელში ჩაგვივარდა უსაზღვრო და უკონტროლო ძალაუფლება, რამაც დიდი ზიანა მიაყენა ქვეყანასო. ჟვანიას არავინ ეძახდა იქ, რასაც რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა. გადაწყვეტილებებს იქ იღებდნენ ხოლმე, აღსრულებაც ღამით იწყებოდა. რამდენჯერ ყოფილა, რომ ზურაბ ჟვანიას, რომელიც მოდიოდა დღის 10-11 საათზე და გვიანობამდე მუშაობდა, ჟურნალისტები ელოდნენ და ისეთ რაღაცებს ეკითხებოდნენ, რაც არ იცოდა. ოქრუაშვილი შემდეგ გაიყვანეს ამ „ტროიკიდან“, მაგრამ ადეიშვილი და მერაბიშვილი ბოლომდე დარჩნენ“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close