სამართალი

გახარიას პარტიის დეპუტატობის კანდიდატი სპილენძის ქვაბის ქურდობისთვის დააკავეს

კახეთში,  პარტია „საქართველოსთვის” წევრი,  ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ის სიღნაღის საკრებულოში წარდგენილი პროპორციული სიით გამსვლელ დეპუტატთა შორის 22-ე ნომერს იკავებს.

გამოძიების ცნობით, 22 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სათავოდან სხვადასხვა ლითონის საგნებს სისტემატურად იპარავდა.

არსებული ინფორმაციით, ის ქურდობის დროს დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია  სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის, სპილენძის ქვაბი. მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close