პოლიტიკა

გარკვეულ დღეებში შესაძლოა, შემცირდეს სამუშაო საათები, შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა

როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ. მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ ვირუსის გავრცელების შენელების ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით.

ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი და ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს, ამას ვხედავთ ჩვენ ძალიან აქტიურად მათ შორის მედია საშუალებების გაშუქებითაც, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენც ამ შეზღუდვებიდან, ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია. შესაბამისად, ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთი მხრივ იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close