საზოგადოება

გამოჩნდა თუ ვინ ჩანერგა ეკლესიაში მექრთამე, გარყვნილი და ვერცხლის მოყვარული იუდები! – სანდრო ბრეგაძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე სასულიერო პირების ხელმოწერის გაჩენას „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა:

“მიშას ე.წ.სასულიერო პირები

ე.წ. სუს-ის კრებსებში კორუფციასა და გარყვნილებაში მხილებული ე.წ. სასულიერო პირების აბსოლიტური უმრავლესობა სააკაშვილს უცხადებს თანადგომას და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს

დიახ,დიახ არ მოგეჩვენათ – ბიტკოინების აპარატების საკურთხეველში დამდგმელი,ჯიპების და აიფონების მოყვარული,გარყვნილებაში მხილებული ე.წ. სასულიერო პირებია ის ხალხი,რომლებმაც პირველებმა მოაწერეს ხელი სააკაშვილი გათავისუფლებას და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვეს მას…

ლუსტრაცია ბუნებრივად მოხდა და ნათლად გამოჩნდა თუ ვინ ჩანერგა ეკლესიაში მექრთამე, გარყვნილი და ვერცხლის მოყვარული იუდები!

ისინი სექტანტები არიან – მათ იესო არ წამთ, მათი ღმერთი მიშაა!” – წერს ფეისბუქში სანდრო ბრეგაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close