მსოფლიო

გაიყიდება განახლებული, ლეგენდარული Nokia 6310 – აგური ბრუნდება

კომპანია Nokia ხელახლა უშვებს თავისი მობილური ტელეფონის ერთ-ერთ კლასიკურ მოდელს „6310“, – რომელიც ასევე „აგურის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პირველად კომპანიამ ეს ტელეფონი 2001 წელს გამოუშვა. ის ცნობილი იყო ბატარეის გამძლეობით – ტელეფონის ბატარეა დატენვის გარეშე კვირების განმავლობაში მუშაობდა. ამასთან, ტელეფონი დავარდნის დროს არ ტყდებოდა (სწორად ამით არის განპირობებული მისი მეტსახელი). ტელეფონის განახლება მისი გამოშვებიდან 20-წლიან იუბილეს უკავშირდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „აგურის“ ახალ ვერსიას იგივე თვისებები აქვს. ტელეფონში კლასიკური მობილური თამაში Snake-იც კი არის. Nokia 6310-ის ფასი 82 დოლარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close