Sliderსაზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია

„ქრონიკის“ ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა დაკავებულია. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close