პოლიტიკა

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება

არსებული ინფორმაციით, კახა კალაძის კონკურენტი ოპოზიციიდან ნიკა მელია იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე პარტიასთან ერთად კოალიციურ ფორმატში მერობის კანდიდატს კვირის ბოლომდე ოფიციალურად დაასახელებს.

ამასთან, ოპოზიცია საზოგადოებას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, რომელიც სავარაუდოდ ელენე ხოშტარია იქნება. რომელი პარტიები ითანამშრომლებენ ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან, უცნობია.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close