საზოგადოება

„გადახედეთ, რა ხდება და რამდენი შემთხვევაა“ – რამ გააბრაზა პაატა იმნაძის შვილი?

დააავდებათა კონტროლის ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის შვილი, ლიზი იმნაძე კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილო ადამიანებზე ფეისბუქის პირადი გვერდით სტატუსს აქვეყნებს.

ლიზი იმნაძე იმ ადამიანებზეა გაბრაზებული, რომლებსაც 22:00 საათის შემდეგ კაფე-ბარებში ვერწასვლა დისკომფოტრტს უქმნის.

„იმაზე ტირილს, რომ მორჩებით 10 საათის მერე კაფეში რომ ვეღარ ისვეცკავებთ, გადახედეთ, რა ხდება და რამდენი შემთხვევაა, რა? მიკვირს, რომ ვერ ხვდებიან – „აი კაფე „პროშტაა” რას აშავებსო”, რამდენი ხალხიაა სულ ყველგან და რამდენი თბილი (მთვრალი) მისალმებაც მანდ არის პარასკევს, მე სხვაგან არ მინახავს. შეუგნებლად ჩაწეპებულები ერთმამეთზე, „იი, ღია სივრცეა, რა მოხდა” და დგანან, ნემსს, რომ ვერ ჩააგდებ ისეთი დისტანციით, კოცნა, პროშნა და მოკლედ…” – წერს ლიზი იმნაძე.

ლიზის სტატუს ბევრ ადამინი გამოეხმაურა, ერთ-ერთმა მეგობარმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ყველაფერი პაატა იმნაძის ბრალია, რასაც ლიზიმ ასევე იუმორით უპასუხა: სატანისტი, ჯანმოს მარიონეტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close