Sliderსაზოგადოება

ბუკიას ბაღი – ორასწლოვანი ზეთისხილის ხე და რეაბილიტირებული 2500კვ.მ.

საბურთალოს გამგეობამ, ყველასთვის ცნობილი და საბურთალოელებისთვის საყვარელი ადგილის – ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, ლედ განათების სისტემა, განახლდა საჭადრაკე სივრცე და განთავსდა საპარკე სკამები.

„გარდა ამისა, გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდა და მოეწყო სივრცე, სადაც ყვავილებს ჰყიდნენ. როგორც ყველა სკვერში, აქაც განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 919 053 ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close