Sliderსამართალი

„ბიჭი კვდება ტო, ერთი ნარკანი გაუკეთეთ“ – ახალი მტკიცებულებები ოპერატორის გარდაცვალების საქმეში

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებამ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები გაავრცელა.

მათ შორისაა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ლაშქარავას თანხმლები პირი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი მეგობარი ცუდადაა და პრეპარატ ნარკანს ითხოვს.

ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

11 ივლისს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ, გარდაცვლილის თავის ტვინში ვერ ნახეს ვერანაირი მასიური ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია.

იმავე დღეს, შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close