Sliderპოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს გახარია „მოღალატე იყოო“ – კახა კალაძე

„ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს „მოღალატე იყოო“ – ეს მის განცხადებაში არ ყოფილა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით. რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იქნა მიღებული. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაესვა მითქმა–მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის პროექტია“,– განაცხადა კალაძემ.

გუშინ ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას პირდაპირ უწოდა გუნდის მოღალატე.

“თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი”,– ვკითხულობთ ივანიშვილის წერილში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close