მსოფლიო

ბირთვული იარაღით რუსეთის შანტაჟს ვინც ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ეს შესაძლოა, მათი მიმართულებით შებრუნდეს – პუტინი

ბირთვული იარაღით რუსეთის შანტაჟს ვინც ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ეს შესაძლოა, მათი მიმართულებით შებრუნდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენს ისტორიულ ტრადიციაში, ჩვენი ხალხის ბედშია, შევაჩეროთ ისინი, ვინც მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფვის, ვინც ჩვენი სამშობლოს დაშლითა და დამონებით იმუქრება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთმა თავისი ანტირუსული პოლიტიკის ყველა ზღვარი გადალახა. ვლადიმერ პუტინის თქმით, კიევის რეჟიმის დაშინების და ტერორის პოლიტიკა უფრო საშინელ და ბარბაროსულ ფორმებს იძენს.

„ბანდერასა და ნაცისტი დამსჯელების მემკვიდრეები კლავენ ადამიანებს, აწამებენ, ციხეში აგდებენ, ანადგურებენ, აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას. საომარი მოქმედებების დაწყებამდე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ბევრი მათგანი იძულებული გახდა, ლტოლვილი გამხდარიყო, დაეტოვებინა სახლი, და ვინც დარჩა – დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი, დღეს ექვემდებარება მუდმივ საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებს ნაცისტი მებრძოლების მხრიდან. ისინი ურტყამდნენ საავადმყოფოებსა და სკოლებს, აწყობენ ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მხარს დაუჭერს დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებლების გადაწყვეტილებას რეფერენდუმებზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close